საქართველოში ბიზნეს ასოციაციების, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და რეგიონული ბიზნესების საჭიროებების კვლევა
PMO-მ განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ბიზნეს ასოციაციების, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და რეგიონული ბიზნესების საჭიროებების შეფასებას. პროექტის მთავარი მიზანი იყო კერძო სექტორში არსებული მდგომარეობისა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის პირველადი საჭიროებების სრულყოფილი შესწავლა.
PMO-ს გუნდმა კვლევის შედეგად გამოავლინა ბიზნესის მხარდამჭერი სერვისებისა და ბიზნეს ასოციაციების საჭიროებები და ხარვეზები, მათ შორის როგორიცაა რეგიონულ დონეზე სექტორული ასოციაციების არასაკმარისი წარმომადგენლობითობა, რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესების ინფორმირებულობის ნაკლებობა და დამატებითი სერვისების მიღების საჭიროება. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე PMO-ს გუნდმა შეაგროვა და გაანალიზა მონაცემები კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, რაც მოიცავდა სამაგიდე კვლევას, ფოკუს-ჯგუფ დისკუსიებს და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება